среда, 28 июня 2017 г.

სასკოლო სამოქალაქო კლუბი

სასკოლო სამოქალაქო კლუბი
2016-2017 სასწავლო წელი

1). კლუბის სახელწოდება „მზერა მომავლისკენ“
სლოგანია „ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია“
2). კლუბის სამუშაო გეგმა
ა) საერთაშორისო დღეების აღნიშვნა;
ბ) შემეცნებითი–ინტელექტუალური შეხვედრები;
გ) ექსკურსიები;
დ) სპორტული შეჯიბრებები.
3). სამოქალაქო კლუბის მიზნები და ამოცანები
ა) ახალგაზრდების გააქტიურება და მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში;
ბ) ახალგაზრდების როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება და კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში;
გ) მოზარდებში სამოქალაქო უნარ–ჩვევების და პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა;
დ) მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ–ჩვევების სწავლება და გამომუშავება;
ე) განათლების და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა.
4). კლუბის წესდება
ა) სასკოლო–სამოქალაქო კლუბის დაარსება სკოლაში;
ბ) ვადა: 3 წელი;
გ) კლუბის მიზანია: გამოალინოს, გამოიკვლიოს კლასში, სკოლაში არსებული პრობლემები და იმოქმედოს ამ პრობლემების გადასაჭრელად;
დ) სამოქალაქო კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწაველე რომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილს, იზიარებს კლუბის მიზნებს, წარმოადგენს საკუთარ ხედვებს და წინადადებებს კლუბის ეფექტური საქმიანობის წარმართვის მიზნით;
ე) კლუბის წევრს უფლება აქვს:
1) მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;
2) მონაწილეობდეს კლუბის პროგამებში და ღონისძიებებში;
3) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ლიდერისაგან და წევრებისაგან კლუბის საქმიანობის შესახებ;
4) ისარგებლოს კლუბის სახელით. მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს
ვ) კლუბის წევრი მოვალეა:
1) დაიცვას კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
2) გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
3) აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
კლუბის წევრებმა: უნდა მოუსმინონ ერთმანეთს;
  არ უნდა აუწიონ ხმას;
  აზრი დაასაბუთონ არგუმენტებით;
  მიიიღონ ერთმანეთის საინტერესო წინადადებები;
კლუბის წევრები:  უნდა მოექცნენ ერთმანეთს თავაზიანად
  უნდა მოექცნენ თავაზიანად ორგანიზაციების
    თანამშრომლებს, რომლებსაც შეხვდებიან პროექტის
    განხორციელებისას.
5). კლუბის ხელმძღვანელი
მეურვე არსი სამოქალაქო განათლების ან სხვა საგნის მასწავლებელი რომელიც კოორდინაციას უწევს კლუბის მუშაობას, ეხმარება კლუბს სკოლის დირექციასთან ან სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში.
კლუბის ლიდერს ირჩევენ წევრები, იგი პასუხისმგებელია კლუბის მუშაობაზე. აქტიურად თანამშრომლობს კლუბის მეურვესთან და წევრებთან.


კაპრეშუმის სამოქალაქო კლუბის „მზერა მომავლისკენ“
წევრის ანკეტა



სახელი, გვარი: _____________________
სქესი: ______________________________

დაბადების თარიღი: ________________
ქალაქი/რაიონი: ____________________
ტელეფონი: ________________________
ეროვნება: _________________________

სკოლა: ____________________________
კლასი: ____________________________
მისამართი: ________________________


რატომ გსურთ სამოქალაქო კლუბის წევრობა?
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________

ფლობთ თუ არა კომპიუტერულ პროგრამებს?
_____________________________________________________________________________

ხართ თუ არა რომელიმე სხვა კლუბის წევრი?
_____________________________________________________________________________

სამოქალაქო განთლების კუთხით, რომელი სფეროს აქტივობებში მიიღებდით მონაწილეობას?
_____________________________________________________________________________

დამატებითი ინფორმაცია თქვენს შესახებ:
____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

ანკეტის შევსების თარიღი: ______________             ხელმოწერა: _____________________

რეფლექსია
კლუბის ,,მზერა მომავლისკენშექმნის მიზანი იყო  ახალგაზრდების გააქტიურება და მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში;
ახალგაზრდების როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება და კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში; მოზარდებში სამოქალაქო უნარჩვევების და პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა; მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარჩვევების სწავლება და გამომუშავება; განათლების და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა; გამოალინოს, გამოიკვლიოს კლასში, სკოლაში არსებული პრობლემები და იმოქმედოს ამ პრობლემების გადასაჭრელად.
წლის განმავლობაში ვაწარ,ოებდით სამუშაო შეხვედრას, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დაგეგმილ აქტივობებში, ღონისძიებებში. კლუბის თითოეული წევრი ცდილობდა თავისი წვლილი შეეტანა კლუბის საქმიანობაში.
დავგეგმეთ და წარმატებით განვახორციელეთ შეხვედრა რაიონის გამგებელთან ბატონ ნადიმ ვარშანიძესთან, სადაც მოსწავლეებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართეს დებატები, სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე.
ვფიქრობ კლუბის მუშაობა წლის განმავლობაში საკმაოდ სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა, იყო შედეგიანი. მოსწავლეები აქტიურად იტყვნენ ჩართულნი, თვითონ გეგმავდნენ და ახორციელებდნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რაც საზოგადოებრივ საქმიანობაში  აქტიური როლისა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში პასუხისმგებლობის აღების უნარის განვითარებას უწყობს ხელს. მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ მუშაობას, მეტი ძალისხმევით.

  ისტორიის მასწავლებელი:                                                 მ. დუმბაძე



კლუბის წევრი მოსწავლეებისა და მათი მშობლების შეფასება

სახელი, გვარი -------------------- ------------------------------------

კითხვარი
დიახ
ნაწილობრივ
არა
1
კლუბის შესახებ ინფორმაცია დროულად ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის



2
კურატორი მასწავლებელი  მოსწავლეებს ეხმარებოდა ინიციატივებისა და იდეების რეალიზებაში



3
კურატორი მასწავლებელი ეხმარებოდა მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების  დაგეგმვასა და განხორციელებაში



4
კლუბში შექმნილი იყო კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო, მუშაობა ეფუძნებოდა ურთიერთთანამშრომლობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს



5
საკლუბო მუშაობის დროს დაცული იყო უსაფრთხოების ზომები