вторник, 9 августа 2011 г.

მოგზაური

პროექტის სახელწოდებაა მოგზაური
პროექტის მთავარი იდეა: ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა,მარშრუტის გეგმაში მითითებული ისტორიულ-კულტურული ძეგლების აღწერა.
პროექტის აქტუალობა: საქართველოში ტურიზმის განვითარება  მოითხოვს მოსწავლე-ახალგაზრდების ინფორმირებას და დაინტერესებას ამ მიმართულებით.
პროექტის მიზნები: მოსწავლეების მიერ მათთვის საინტერესო ტურისტული ობიექტების შედგენა,იქ გამგზავრება და ადგილზე მათი აღწერა.ამის შემდეგ იკვლევენ ამ ობიექტის ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობას,ღირსშესანიშნავ ადგილებს,ბუნებას.ამ ყველაფერს გამოსახავენ ფოტოებზე,შეადგენენ რუკებს,გეგმებს,ასევე ცხრილებს,რომელშიც შეიძლება დემოგრაფიული მდგომარეობა,ან მეურნეობის დარგები აღწერონ.ასევე განსაზღვრავენ სასტუმროების,კვების ობიექტების ადგილმდებარეობას,სატრანსპორტო საშუალებებს.მიაკითხავენ ეთნოგრაფიულ მუზეუმებსაც,სადაც მოიძიებენ არჩეული ობიექტის შესახებ არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მასალებს.გაესაუბრებიან მოსახლეობას,მოაძიებენ ძველ თქმულებებს,ლეგენდებს,ასევე რეალურ ფაქტებს.
მონაწილეთა ასაკი: 12-17წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 3თვე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებმა უნდა გააკეთონ ალბომი,ბუკლეტი,ვებ-გვერდი,ბლოგი,ელექტრონული ჟურნალი,ჩანახატი,ესეები.მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,დამატებითლიტერატურაზე მუშაობის კომპიუტერულად დამუშავების,ინტერვიუს აღების,რუკების,ცხრილების შედგენის,ორიენტაციის,მიმართულების განსაზღვრის უნარ-ჩვევები.ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთთანამშრომლობას,ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას,აღჭურვილობას და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსებიკომპიუტერი, ფოტოაპარატი, პროექტორი, წიგნები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): დამხმარე ლიტერატურის მოძიება,დისკუსიის გამართვა,კითხვარის შედგენა,მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით,მოძიებული მასალის ანალიზი,პრეზენტაცია,ელექტრონული ვერსიის შედგენა,სკოლაში გამოფენის მოწყობა
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:. ისტორია-გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი ქვეყნის შესახებ,ისწავლიან ისტორიული ობიექტების აღწერას.გეოგრაფია-გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის ბუნებას,ისწავლიან გეოგრაფიული ობიექტების დასახელებას,მოქზაურობის მიზეზს და შედეგის დადგენას.ლიტერატურა-შემოქმედებით ბავშვებს შეეძლებათ ლექსების,ჩანახატების შექმნა.მოიძიებენ თქმულებებს,ლეგენდებს.ხელოვნება-გააკეთებენ ალბომს,დახატავენ,გამოიკვლევენ ძეგლის არქიტექტურას,წარმოშობას,ასაკს.რელიგია-რიტუალების,ადათ-წესების შესწავლა.მათემატიკა-გამოითვლიან მანძილს,გაზომავენ სიმაღლეს
.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მარიამ დუმბაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: mariamdumbadze5@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: marimdumbadze5.blogspot.com
გაკვეთილის გეგმა: დავით აღმაშენებლის ეპოქა



ბლოგი

დღეს ჩვენ ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.