среда, 12 декабря 2018 г.

ოქმი #3

2018 წლის 7 დეკემბერს შედგა შეხვედრა სამოქალაქო კლუბის წევრებისა ხელვაჩაურის რესურსცენტრში, რომელსაც ჩვენი სკოლიდან ესწრებოდნენ სამოქალაქო კლუბის წევრები მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ რიჟვაძე და მე-11 კლასის მოსწავლე ნანა ლილუაშვილი.
შეხვედრაზე განხილული იქნა საკითხი: "საქართველოს კონსტიტუცია" და მოეწყო აქტიური დისკუსია მოსწავლეებს შორის.
ოქმი #2

2018 წლის 13 ნოემბერს შედგა შეხვედრა სამოქალაქო კლუბის წევრებისა ხელვაჩაურის რესურსცენტრში, რომელსაც ჩვენი სკოლიდან ესწრებოდნენ სამოქალაქო კლუბის წევრები მე-11 კლასის მოსწავლე ნანა ლილუაშვილი და მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი ტარიელაძე.
შეხვედრაზე განხილული იქნა საკითხი: "ადამიანის უფლებები და მოვალეობები" და მოეწყო აქტიური დისკუსია მოსწავლეებს შორის. განხილულ იქნა დოკუმენტები:
  • ადამიანის უფლებათა დეკლარაცია;
  • ბავშვთა უფლებების კონვენცია;
  • სკოლის შინაგანაწესი;
  • კანონი განათლების შესახებ.

понедельник, 12 ноября 2018 г.

სამოდელო გაკვეთილის გეგმა

სამოდელო გაკვეთილის გეგმაისტორია

IX კლასი 

საგანი
საქართველოს ისტორია
სკოლა
კაპრეშუმის საჯარო სკოლა
სწავლების საფეხური
საბაზო. IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
14
მასწავლებელი
მარიამ დუმბაძე
გაკვეთილის თემა
საქართველოს გაერთიანება
სასწავლო მიზნები
მოსწავლე გააანალიზებს საქართველოს გაერთიანებს საშინაო(ეკონომიკური, სოციალური) და საგარეო ფაქტორებს
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
ე.ს.გ-ს ისტორიის სტანდარტით განსაზღვრული სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ისტ. IX.3 მოსწავლე აანალიზებს მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და ცვლილებებს;
ისტ. IX.5 მოსწავლე იკვლევს საქართველოსა და მსოფლიოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პროცესებს
გამჭოლი კომპეტენცია
მედია წიგნიერება
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1. თემის მიზნის და შეფასების რუბრიკის გაცნობა.
აქტივობა 2. რუკაზე მუშაობა კითხვა-პასუხით.
აქტივობა 3. სახელმძღვანელოში მოცემულ წერილობით წყაროზე მუშაობა.
აქტივობა 4. შესრულებულ სამუშაოზე მსჯელობა.
აქტივობა 5. შეფასება კომენტარებით.
აქტივობა 6. ახალ მასალაზე მუშაობა.
აქტივობა 7. სახელმძღვანელოს ტექსტზე მუშაობა.
აქტივობა 8. დამატებით წყაროზე მუშაობა.
აქტივობა 9. გაკვეთილის შეჯამება საშინაო დავალება.

აქტივობის აღწერა
მეთოდი/
მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1.
თემის მიზნის და შეფასების რუბრიკის გაცნობა

მთელი კლასი

2 წთ

2.
რუკაზე მუშაობა კითხვა-პასუხით:
ა) რომელი ერთეულებია წარმოდგენილი რუკაზე?
ბ) დაასახელეთ ამ ერთეულების დედაქალაქები და მმართველები (მეფე, მთავარი, ერისთავი)?
გ) რუკის მიხედვით რომელი ტერიტორია მდებარეობს საქართველოს ცენტრში?
დ) რატომ არ გახდა ეს ტერიტორია სამეფო-სამთავრო?
რუკის ანალიზი
მთელი კლასი
რუკა
10 წთ
მოსწავლეები გააანალიზებენ ისტორიულ რუკას და იმსჯელებენ სავაჭრო გზების მნიშვნელობის შესახებ
3.
სახელმძღვანელოში მოცემულ წერილობით წყაროზე მუშაობა
წერილობითი წყაროს ანალიზი
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო
5 წთ
მოსწავლეები იმსჯელებენ ქართლის დიდ-აზნაურების მოტივაციის შესახებ
4.
შესრულებულ სამუშაოზე მსჯელობა. შეკითხვა: რა პრინციპებს დაეყრდნენ საქართველოს გაერთიანების მესვეურები
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი

5 წთ
მოსწავლეები შეაფასებენ საქართველოს გაერთიანების მიზეზებს
5.
შეფასება კომენტარებით
განმავითარებელი
ინდივიდუალური

2 წთ

6.
ახალ მასალაზე მუშაობა. შეკითხვები:
ა) წინა კლასების მასალიდან გამომდინარე ხომ არ გახსოვთ რა რეფორმები გაატარა დავით აღმაშენებლმა?
ბ) თქვენი აზრით მეფემ რატომ გააერთიანა სამოქალაქო და საეკლესიო უმაღლესი თანამდებობები.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი

3 წთ
მოსწავლეები იმსჯელებენ სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოკიდებულების შესახებ XI-XII საუკუნეებში
7.
სახელმძღვანელოს ტექსტზე მუშაობა
წერილობითი ტექსტის და წყაროს ანალიზი
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
7 წთ
მოსწავლეები შეისწავლიან დავით აღმაშენებლის დროს საქართველოში ჩატარებულ რეფორმებს
8.
დამატებით წყაროზე მუშაობა (დავითის ისტორიკოსი) შესაბამის კითხვებზე პასუხებით
წერილობითი წყარო ანალიზი და კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
დამატებითი წყარო
10 წთ
მოსწავლეები იმსჯელებენ დავით აღმაშენებლის მიერ ჩატარებული ცალკეული რეფორმების შესახებ
9.
გაკვეთილის შეჯამება საშინაო დავალება

მთელი კლასი
სახელმძღვანელო
3 წთ

  

გაკვეთილის გეგმაისტორიაში

VII კლასი
საგანი
ისტორია
სწავლების საფეხური
საბაზო, VII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
12
თემა
ბიზანტიის ოქროს ხანა
მიზანი
„მოსწავლეები გაეცნობიან ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანეს მმართველობას“ (მის საშინაო და საგარეო პოლიტიკას), იმსჯელებენ, თუ როგორ იქცა ბიზანტია იუსტინიანეს მმართველობის დროს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ, ერთმანეთს შეადარებენ პროკოპი კესარიელის ისტორიულ ნაშრომებს („იუსტინიანეს ბრძოლის ისტორია“ და „საიდუმლო ისტორია“)
ე.ს.გ-ს სტანდარტი და ინდიკატორები
ისტ. VII.4. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე: ადარებს ორ წყაროს რომლებიც განსხვავებულად აფასებენ ერთი და იმავე ისტორიული პიროვნების მოღვაწეობას გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ამ განსხვავებული ინტერპრეტაციის მიზეზებთან დაკავშირებით.
ისტ. VII.8. მოსწავლეს შეუძლია სხავადსხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვავოს ამათუიმ ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე: კლასში ჯგუფური მუშაობისას ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა ეპოქის ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობას და საკუთარი დაკვირვებიდან გამომდინარე მსჯელობს თუ რა საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და პიროვნებას დაუსჯელობა კანონის დარღვევისათვის.
წინარე ცოდნა
ძველი საბერძნეთი, ბიზანტიის იმპერიის ჩამოყალიბება

აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
1.
საორგანიზაციო საკითხები

მთელი კლასი

2 წთ
2.
მასწავლებელი თხოვს მოსწავლეს გაიხსენონ რა იციან ბიზანტიის იმპერიის შეახებ
აზრობრივი რუკა
მთელი კლასი
დაფა, ცარცი
5 წთ
3.
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს იუსტინიანეს საშინაო და საგარეო პოლიტიკას მის მიღწევებს კულტურულ და კანონმდებლობით საქმიანობაში და წარუდგენს მათ ამ პერიოდის სლაიდ-შოუს
მინი-ლექცია
მთელი კლასი
პოლიტიკური რუკა, სახელმძღვანელო, კომპიუტერი პროექტორი
5 წთ
4.
მოსწავლეები გაეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციას ოქროს ხანის შესახებ
სახელმძღვანელოს ტექსტზე მუშაობა
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო
5 წთ
5.
მასწავლებელი სვამს ღია კითხვას: როგორ იქცა ბიზანტია იუსტინიანეს მმართველობის დროს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ?
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი

10 წთ
6.
მოსწავლეები გაეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციას პროკოფი კესარიელის შესახებ. მასწავლებელი სვამს კითხვას: „იუსტინიანეს ბრძოლის ისტორია“ თუ „საიდუმლო ისტორია“
წყაროს ანალიზი
შეკითხვები
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
10 წთ
7.
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილის მთავარ საკითხებს და სვამს კითხვებს ცოდნის გამთლიანებისთვის
მინი-ლექცია
კითხვა-პასუხები
მთელი კლასი

5 წთ
8.
საშინაო დავალება



1 წთ
9.
შეფასება



2 წთ

საშინაო დავალება, დასაწერი თემა: „ერთი იმპერატორის ორი ისტორია“;
შეფასების ტიპი: განმსაზღვრელი (პრეზენტაცია, საკლასო მუშაობის რუბრიკა).